19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"ყველა ხე მოიჭრა ნებართვით,"- ორბი ჯგუფი

"ყველა ხე მოიჭრა ნებართვით,"- ეს განცხადება დეველოპერული კომპანია ობი ჯგუფის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ არჩვაძემ, რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. არჩვაძე ამბობს, რომ კომპანიას ხეების მოჭრაზე ჰქონდა როგორც მერიის ნებართვა, ასევე ექსპერტის დასკვნაც.

"ყველა პროცედურა მოხდა კანონით გათვალისწინებული ნორმებით, ყველა ხე მოიჭრა ნებართვით. ყველა საჭირო დოკუმენტაცია არსებობს და მივაწვდით პროკურატურას. იყო მერიის ნებართვაც და ექსპერტის დასკვნაც,"- აცხადებს არჩვაძე. 

დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს. 

დღის ამბები