09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ხადარკოვსკი პუტინს დიდი ხნის მმართველობას არ უწინასწარმეტყველებს

მიხეილ ხადარკოვსკი მზად არის, რუსეთში გარდამავალ მთავრობას უხელმძღვანელოს.

"იუკოსის" ყოფილმა მფლობელმა ციურიხში ინტერვიუ მისცა სააგენტო "ბლუმბერგს" და ვლადიმერ პუტინის მიერ ხელისუფლების დაკარგვის შანსი შეაფასა. მისი აზრით, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი პოსტს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს.

ხადარკოვსკის მიაჩნია, რომ პრობლემებს ვლადიმერ პუტინს თავისივე გარემოცვა შეუქმნის. ამ შემთხვევაში "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მზადაა სამშობლოში დაბრუნდეს და დროებით მთავრობას რამდენიმე წლით ჩაუდგეს სათავეში. მისი თქმით, ამ პერიოდში ის რუსეთს დემოკრატიული არჩევნებისთვის მოამზადებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები