19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
4 დღე სამხედროების დაკარგვიდან - გონიოში ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები მივიდნენ

უკვე მეოთხე დღეა, შავ ზღვაში დაკარგული 2 სამხედროს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ კი გონიოში ზღვის სანაპიროზე მყოფ დაკარგულის ოჯახის წევრების მოსანახულებლად ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ამ წუთებში ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. 

რამდენიმე წუთში კი გონიოში თავდაცვის მინისტრს ელოდებიან, რომელიც თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად გეგმავს მონაწილეობას სამძებრო სამუშოებში.

სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართულია ავიაცია, სამაშველო ჯგუფები, ადგილობრივი სამსახურები და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები.

სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეც-დანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.

დღის ამბები