ამ წუთებში ხმაურია თბილისის მერიასთან. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ათობით მოქალაქე თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 45-მდე ხის მოჭრას აპროტესტებს და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს. მათი განცხადებით, მერიის ნებართვით ჯანსაღი ხეები მოიჭრა.
აქციაში მონაწილეობას თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, ცოტნე გამსახურდია, მოძრაობა პარტიზანი მებაღეების, წერე ქართულად და მწვანე ალტერნატივის წევრები ღებულობენ.
პარალელურად მერიასთან შიმშილობას აგრძელებს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძეც.