პარტიზანი მებაღეებისა და საკრებულო წევრების ჩვენებები საქმის მასალებში უკვე დევს. რაც შეეხება მერიის თანამშრომლებს, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ისინი გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს.
თუმცა, სწორედ მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები არიან ბრალდებების ადრესატები. ხეები მათი ნებართვით მოიჭრა.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ იმ დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მიმართეს მერიას და შესაბამისი ნებართვებიც მიიღეს.
პროკურატურა მთელი დღის განმავლობაში ყაზბეგის 24 ნომერშიც მუშაობდა. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, რამდენად კანონიერად მოხდა 45 ხის მოჭრა.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი