განათლების მინისტრი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პედაგოგებს გამოცდების ჩაბარება მომავალშიც მოუწევთ, თუმცა სისტემაში ცვლილებები მოხდება.
მინისტრი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უწყება მუშაობას შემოდგომიდან დაიწყებს.
„ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ზოგი მასწავლებელი არის უფრო ძლიერი საგნის მიმართულებით, ზოგი არის უფრო ძლიერი პედაგოგიური უნარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება სქემა, სადაც ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე. ანუ, მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, აქცენტი გააკეთოს საგნის ცოდნაზე, თუმცა ჩაეთვალოს სხვა აქტივობები,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.