01 ოქტომბერი 2024,   19:46
ვრცლად
მაშველებმა შხარაზე პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიაში, მწვერვალ შხარაზე პოლონელ ტურისტებს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება ესაჭიროებოდა. ერთ-ერთი ტურისტი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი მოტეხილობების გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

ტურისტების დასახმარებლად თბილისიდან დამატებით ამავე სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც გაემგზავრა. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მაშველებმა რთულ რელიეფურ პირობებში 3000 მეტრი სიმაღლიდან დაზარალებულის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინეს.

დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

 

დღის ამბები