დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის სამტრედიაში. მოძრაობა თეთრი ხმაური რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლასა და 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამოძიებას ითხოვდა.
მესამე სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დემურ სტურუას წერილში ნახსენები პოლიციელის, გოდერძი თევზაძის, პასუხისგებაში მიცემა და ადგილობრივი პოლიციის უფროსის გადადგომაა.
აქციის დასასრულს მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრებმა პოლიციის ავტომობილი შეღებეს და რამდენადაც ცნობილია, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა სამართალდამცველებსა და მოძრაობა თეთრ ხმაურს შორის დაპირისპირება.
როგორც მოძრაობა თეთრი ხმაურის წარმომადგენელი კურიერთან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, ინციდენტის შემდეგ სვანეთისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი პოლიციამ დააკავა და მისთვის უცნობ ადგილას გადაიყვანა.
სწორედ ამის გამო, სამტრედიის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, მთელი ღამის გამავლობაში გაგრძელდება.
როგორც მოძრაობა თეთრი ხმაურის წარმომადგენლები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მათი აქტივისტის დაკავება მოხდა, ისინი კვლავ დაბრუნდნენ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ დემურ სტურუას ოჯახის წევრებიც, რომლებიც დროულ გამოძიებას ითხოვენ.
აქცია დღეს მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი