რამდენიმე სოფლის მოსახლოება ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს 13 ივნისს ჩამოწოლილი მეწყრისგან დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის აღდგენას.
ადგილობრივების თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდში გზის აღდგენისთვის 28 ივლისს გამოცხადებული ტენდერი ისე გაუქმდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებსაც არ ჰქონდათ და მომხდარს პირად ინტერესებსაც უკავშირებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ გზის არ არსებობის გამო კიკეთის, ბეთანიის და სამადლოს მოსახლეობას პროდუქტით მომარაგებისა და სამედიცინო დახმარების მომსახურებისას პრობლემები ექმნებათ.