19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
შიმშილობის მეექვსე დღე - ნატა ფერაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობს

შიმშილობის მეექვსე დღე - პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას თბილისის მერიასთან განაგრძობს. უცვლელია მოთხოვნა - თანამდებობა დატოვონ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, შეიცვალოს მთლიანად დეპარტამენტის სტრუქტურა.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ ჩატარდეს ბოტანიკურ ბაღში ეს ექსპერტიზა. ბოტანიკური ბაღი არის მერიის კონტრაქტორი. შეიძლება დაწეროს ისეთი დასკვნა, რომელიც მერიას აწყობს. შიმშილობას ვაგრძელებ, იმიტომ რომ არანაირი ადეკვატური გამოხმაურება არ მოყოლია,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

დღის ბოლოს თბილისის მერიასთან აქცია ცოცხალი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და ნაციონალური მოძრაობის წევრები.

„პირველ რიგში ვაპროტესტებ ადამიანების მიმართ უყურადღებობას სახელმწიფოს მხრიდან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები