19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ერთერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში" - სუს-ში ტერაქტის აღკვეთაზე ბრიფინგი გაიმართა

საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთეს - სუს-ში ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა. 

ამ დროისთვის უცნობია, რა დაინტერესებით, ან ვისი დავალებით უნდა მოეხდინათ დაკავებულ პირებს ტერორისტული აქტი. სამართალდამცელები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის სხვა დეტალებს არ ახმაურებენ.

ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც კონტრდაზვერვის გამომძიებელმა ბრიფინგზე უპასუხა, იყო ის, ქონდათ თუ არა დაკავებულებს კავშირი უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებთან.

„გამოძიების ინფორმაციით, ერთერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა.

საქმეზე დაკავებულია 7 მოქალაქე. მათგან 5 რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის აფეთქებას გეგმავდა. ორ სხვა დაკავებულს შორის კი არის პატრულის მოქმედი თანამშრომელი. სუს-ში განმარტავენ, რომ ოპერაცია და თვალთვალი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები