პატრიოტთა ალიანსის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცემას ეხმაურება პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი. კახა კუკავა ფაქტს ხელისუფლების მხრიდან წაქეზებულ ქმედებად მიიჩნევს, ვინაიდან მსგავსი შემთხვევების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ ხდება, როგორც ეს კორცხელის ინციდენტის შემთხვევაში იყო - ამბობს კუკავა.
„ეს არის კორცხელის გაგრძელება. მას შემდეგ, რაც კორცხელის ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირი არ დაისაჯა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ვინც დაზარალებულები იყვნენ, ისინი იყვნენ ნამდვილი დამნაშავეები, ამით გაეგზავნა სიგნალი ყველა ზონდერს საქართველში - მიდით ბიჭებო ურტყით კვირიკაშვილის მთავრობა თქვენს მხარესაა,“ - აღნიშნა კუკავამ.