სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას თავდაპირველად ხუთი კანდიდატი აპირებდა, თუმცა ოთხმა მათგანმა, გიორგი გორდელაძემ, მიხეილ ნაბიჯაშვილმა, დავით გაჩეჩილაძემ და ზვიად დავითიანმა კანდიდატურები საკუთარი სურვილით მოხსნეს.
დარჩენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი დავით რურუა.