19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
დავით ნარმანიამ მიწისქვეშა ლიფტების დაზიანებაში მოსახლეობა დაადანაშაულა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირბისთვის დამონტაჟებული ლიფტები მიწისქვეშა გადასასვლელში უფუნქციოა. ლიფტის კონსტრუქცია, ამწევი მექანიზმი დაზიანებულია და არ აქვს ელექტროენერგიის მიმწოდებელი სადენებიც.

დედაქალაქის მერიამ ეტლის საჭიროების მქონე პირებისთვის ლიფტები მიწისქვეშა გადასასვლელებში 2014 წლის ზაფხულში დაამონტაჟა. სამუშაოები კომპანია კოლოსს 111 ათას 500 ლარი დაუჯდა. ლიფტები, რუსთაველის გამზირსა და ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში გაკეთდა, სადაც კონსტრუქცია დამონტაჟებიდან რამდენიმე დღეში დაზიანდა, მისი შეკეთება დამატებით 37 ათას 500 ლარი დაჯდა. დღეს კი ლიფტი ისევ დაზიანებულია.

დღეს მერმა არასამთავრობოების და ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ ლიფტების დაზიანებაში მოსახლეობა დაადანაშაულა, კონკრეტული თარიღი კი როდის შეძლებენ ეტლით მოსარგებლეები მათთვის განკუთვნილი გადასასვლელებით სარგებლობას უცნობია.

ავტორი: სალომე დევიძე.

დღის ამბები