19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ნატა ფერაძის დასახმარებლად თბილისის მერიასთან სასწრაფო გამოიძახეს

რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერიასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. მიზეზი ნატა ფერაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ფერაძე ყაზბეგის გამზირზე 45 ხის მოჭრის ფაქტის გამო უკვე მეექვსე დღეა მუნიციპალიტეტის შენობასთან შიმშილობს. 

ნატა ფერაძემ საკუთარი სურვილით გადასხმის გაკეთებაზე უარი განაცხადა და მას მხოლოდ ინექცია გაუკეთდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"მე გადასხმასაც არ გავიკეთებ თუ ეს შიმშილობის შეწყვეტას უდრის. მე ვიკეთებ ინექციას, რომ შევძლო დიდხანს აქციის გაგრძელება,"- განაცხადა ნატა ფერაძემ. 

ნატა ფერაძეს დღეს საკრებულოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა მოუწოდეს შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა მან დეპუტატების მოწოდებები არ გაიზიარა. თბილისის მერიასთან მყოფი ნატა ფერაძე დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მოინახულეს და პირადად მოუწოდეს შეეწყვიტა შიმშილობა. 

"სოლიდარული ვართ ნატა ფერაძის აქციას. ვუერთდებით ალეკო ელისაშვილის მოწოდებას რომ შეწყვიტოს მან შიმშილობა. ის საკითხები, რაც დაისვა ამ ხეების მოჭრის შემდეგ ბუნებრივია ამ ყველაფერს პასუხი მერმა უნდა გასცეს,"- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა.

თბილისის მერიასთან იმყოფებოდა ვაკის რაიონში  თავისუფალი დემოკრატების  მაჟორიტარობის კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი ვიქტორ დოლიძეც.  

"ისეთ ეკოლოგიურ, ისეთ ვიზუალურად უგემოვნო გარემოში გვიწევს ცხოვრება და კიდევ პლიუს ხეებს ჭრი, არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა თავისუფალი დემოკრატები ვუერთდებით ამ აქციას,"- განაცხადა დოლიძემ.

ნატა ფერაძესთან ერთად თბილისის მერიასთან  დღის განმავლობაში სხვა პარტიზანი მებაღეებიც იმყოფებოდნენ. 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები