6 დღიანი შიმშილობის შემდეგ ნატა ფერაძის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სისხლში გლუკოზის დაბალი დონის გამო ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამჟამად კი პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი უკვე სახლში იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფერაძე შიმშილობას ვეღარ აგრძელებს. მის ნაცვლად პროტესტის უკიდურეს ფორმას, ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნით, მოძრაობის ერთ-ერთი წევრი აგრძელებს.