გერმანული კომპანიამ GFK-იმ, რუსთავი 2 -ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვლიეს.
შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 47.4 % მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილებს და უმუშევრობას ასახელებს.
გამოკითხულთა 13 % დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობის პრობელმას 11 %, პენსიებს - 7.6 %, ჯანდაცვის პრობლემაზე მოსახლეობის - 5.9% საუბრობს, ხოლო ფასების ზრდა მოსახლეობის - 4.6 % აწუხებს.
სოციოლოგიური კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 ათას 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი - 2.1%-ია.