ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პარტიზანი მებაღეების დამფუძნებელი ნატა ფერაძე პროტესტის უკიდურესი ფორმის - შიმშილობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს, თუმცა თბილისის მერიასთან პროტესტი არ შეწყვეტილა.
უწყებასთან შიმშილობას ნატა ფერაძის კოლეგა აგრძელებს. მოთხოვნა უცვლელია - დაუყოვნებლივ გადადგეს ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხემძღვანელი პირები. ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
„დღეს მე დავიწყე უკვე შიმშილობა, იგივე მოთხოვნებით. ვითხოვთ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას. ეს არ არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, ეს არის წლების განმავლობაში განადგურებული მწვანე საფარი, რაზეც აუცილებად უნდა აგოს პასუხი ამ სამსახურმა, რომელსაც ევალება მისი დაცვა,“ - აცხადებს ელენე მალაშევსკი-ჯაყელი.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი