19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
თბილისში მოჭრილი 45 ხე - ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ 45 ხესთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი რამდენიმე წუთის წინ ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა გააკეთა. ის მისი და მისი სამსახურის შეცდომას ვერ ხედავს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

როგორც სულხანიშვილმა აღნიშნა, ის საჭიროების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს პროკურორებთან. 

სულხანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხდა, რომ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საგამოძიებო ორგანო მისი ან მისი სამსახურის შეცდომებს გამოავლენს. 

 

დღის ამბები