ინფექციურ საავადმყოფოს ახალი მისამართი ექნება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს და ცენტრის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5000 კვ. მეტრი ფართობი გამოიყოფა. მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.