19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ეროვნული გამოცდების სკანდალი - მაია მიმინოშვილი პირველ განმარტებებს აკეთებს

ეროვნული გამოცდების შედეგების დაუგეგმავი გაჟონვის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირველ ღია განმარტებებს აკეთებს.

მაია მიმინოშვილმა დღეს ჟურნალისტებს გამოცდების უკვე ოფიციალური შედეგები წარუდგინა და ორი დღის წინ მონაცემთა ბაზის რამდენიმე საათით ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა.

მიმინოშვილი ამბობს, რომ გამჟღავნებული პირველადი შედეგები, რომელიც აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საბოლოო შედეგებს ემთხვევა, თუმცა მისივე განმარტებით, ცვლილებებია საბოლოო შედეგებში საგრანტო კონკურსში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო შედეგის მიხედვით, რამდენიმე აბიტურიენტს გრანტი დაემატა, რამდენიმეს კი შეუმცირდა.

„ის რაც მოხდა ღამის 11 საათზე, პირველად გავუშვით ჩარიცხვების პროგრამა, დამოუკიდებლად ორჯერ. ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და სწორედ აი ამ პერიოდის განმავლობაში შეტყობინებების სერვისი არ იყო გამორთული. ამ პერიოდში როდესაც ერთი-ორი აბიტურიენტი შემოვიდა და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ბაზაში იყო, პირველადი ჩარიცხვების ინფორმაციას ვგულისხმობ, ბუნებრივია სასწრაფოდ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრმა უკვე შედეგები გამოაცხადა.

"მცირედი ცვლილება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ საგრანტო კონკურსს, რაც შეეხება ჩარიცხვებს, ის რაც ნახეს პირველადი ინფორმაცია ბოლო ინფორმაციას ემთხვევა. ასე რომ ეს იყო ტყუილი აჟიოოტაჟი, მე ამას ვერც ხარვეზს დავარქმევ და ვერც გაუგებრობას.

"საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რამოდენიმე აბიტურიენტს დაემატა გრანტი, რამდენიმე აბიტურიენტს ის გრანტი, რაც პირველადი მონაცემებით იყო შეუმცირდა,“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დღის ამბები