09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ჰაკერებმა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის სცენარი მოიპარეს

ჰაკერებმა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის სცენარი მოიპარეს. ლეგენდარული ჯაშუშის შესახებ რიგით 24–ე ფილმის სცენარის ერთერთი ვარიანტი მათ კინოსტუდია "სონი ფიქჩერსის" სერვერებზე თავდასხმის შედეგად მოიპოვეს და ქსელში გაავრცელეს. ჰაკერებს ხელში ჩაუვარდათ მიმოწერაც, საიდანაც ირკვევა, რომ კინოსტუდიას სურათის ფინალი არ მოსწონს და მის გადახედვას ითხოვს.

ამას გარდა "სონი ფიქჩერსის" დირექტორი ავტორებისგან ფილმის ბიუჯეტის 300 მილიონიდან 250 მილიონამდე შემცირებასაც მოითხოვს. ცნობილია, რომ სურათი სახელწოდებით "სპექტრი" ბონდიანას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი იქნება.

დღის ამბები