19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
მერს გადადგომისკენ მოუწოდებენ - ხვალ ნარმანიას ოპოზიციასთან შეხვედრა მოუწევს

თბილისის მერს ხვალ ოპოზიცია საკრებულოში ელოდება. დავით ნარმანია საკრებულოში მივა და ამბობს, რომ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაიწყო დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დედაქალაქის მთავრობის მეთაურის გადადგომის მოთხოვნით.  თუმცა, თბილისის მერის იმპიჩმენტისთვის ოპოზიციას უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერაც დასჭირდება.

ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, თბილისის მერს გადადგომისკენ მოუწოდებენ ყველა იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის საკრებულოში დეპუტატებად არიან წარმოდგენილი. 

ფრაზა "ვირიშვილო მაიმუნოს" გამო კი დავით ნარმანია ბოდიშს იხდის. თბილისის მერს ლექსიკა მთავრობის წევრებმაც დაუწუნეს, თუმცა, მისი გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავენ, განსხვავებით არასამთავრობო სექტორისგან, რომლის მთავარი მოთხოვნაც სწორედ ნარმანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებაა.

დღეს თბილისის მერს ამ მოთხოვნის მოსმენა პირადად მოუწია. სასტუმროს პრეზენტაციაზე მისული დავით ნარმანია პირდაპირ საპროტესტო აქციის შუაგულში აღმოჩნდა.

ავტორი ელისო ჯარიაშვილი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები