19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
დეპუტატ გოგი თოფაძის კაფეში ევროპელ ტურისტებს არ ემსახურებიან

ევროპელებისთვის შესვლა აკრძალულია - ასეთი პასუხი მიიღო თვრამეტმა პოლონელმა ტურისტემა ყაზბეგის ერთ-ერთ კაფეში, სადაც ისინი სადილობას გეგმავდნენ. მათ შენობაში შესვლის უფლება წარმომავლობის გამო არ მისცეს.

რესტორანი, სადაც ევროპელებს არ ემსახურებიან, პარლამენტარ გოგი თოფაძეს ეკუთვნის. ამის შესახებ ყველამ იცის დაბა ყაზბეგში და ამ ინფორმაციას ადასტურებენ თავად რესტორან სტეფანწმინდაშიც.

ის, რომ რესტორანი სტეფანწმინდა მას ეკუთვნის სატელეფონო საუბრისას არ დაუმალავს პარლამენტის წევრსაც, თუმცა ევროპელი ტურისტებისთვის რაიმე სახის შეზღუდვას გოგი თოფაძე გამორიცხავს.

პოლონელმა ტურისტებმა ცუდი მოპყრობის გამო ყაზბეგის რაიონი მალევე დატოვეს.

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები