რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთელი ღამის განმავლობაში დარჩება პარტიზანი მებაღე ელენე ჯაყელი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
"მოყვანილია სასწრაფოს მიერ ელენე ჯაყელი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, რჩება ექიმების ყურადღებისა და მეთვალყურეობის ქვეშ,"- აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ელენე ჯაყელი მესამე დღეა თბილისის მერიასთან შიმშილობს, მას სამედიცინო დახმარება გუშინაც აღმოუჩინეს.