თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს კარვის დადგმას ისევ შეეცდებიან.
კარვის გაშლის უფლება დღის ბოლოს შეკრებილებს დაცვამ არ მისცა, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გარემოს დამცველები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პოზიციების დათმობას არ აპირებენ, თუმცა დროებით შეწყვეტილია შიმშილობის აქცია.
ჯანმრთელობის მდგოამრეობის გაუარესების გამო, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი მთელი ღამე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.