01 ოქტომბერი 2024,   19:48
ვრცლად
რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის გორში კონცერტი მოეწყო

გვიანობამდე გაგრძელდა გორში საზეიმო კონცერტი, რომელიც საგანგებოდ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის მოეწყო. გორის ცენტრში ოლიმპიელების პატივსაცემად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

სპორტსმენებმა გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგეს. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლებმა სულ 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 3 გორელმა სპორტსმენებმა.  

დღის ამბები