ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის წევრები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და მისი ღვაწლი გაიხსენეს. ღონისძიება ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
კვირეულის მიზანი ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდაა.
18 წლის მარო მაყაშვილი 1921 წელს თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა.
„მარო მაყაშვილი არის თავისუფლების და ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოსთვის მებრძოლის სიმბოლო. ის იყო თავისუფალი ადამიანი, ის არის ქალი, რომელიც აერთიანებს ყველა იმ ქალს, ვინც ამ ქვეყნისთვის თავი არ დაზოგა,“ - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.