ისრაელში საქართველოს 26 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორამციას მათი ოჯახის წევრები ავრცელებენ. დაკავებულების ახლოებლების ცნობით, საქართველოდან გამგზავრებული ტურისტები სამართლადამცველებმა აეროპორტშივე აიყვანეს.
დაკავების კონკრეტული მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დაკავებულები 24 საათზე მეტია იზოლატორში იმყოფებიან და მათ ჩამორთმეული აქვთ პასპორტები.
დაკავებულების ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ.
ტურისტული კომპანია თრეველ თუ ჯორჯია, რომელმაც მოქალაქეები ისრაელის მიმართულებით გაამგზავრა, რამდენიმე დღეა აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მისი ხელმძღვანელი ნატალია მოდებაძე კურიერთან საუბარში აცხადებს, რომ მიზეზი, სავარაუდოდ, ისრაელში სამართალდამცველების მიერ ქართველი მოქალაქეების ტურისტულ მიზნებში დაეჭვება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავივიდან საქართველოს მიმართულებით დღის ბოლოს დაინიშნება სპეციალური რეისი, რომელიც დაკავებულ ქართველებს სამშობლოში დააბრუნებს.