19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"ნარმანიას ჩამოვატარებთ და შევარცხვენთ თითოეულ გამხმარ ხეზე" - ნატა ფერაძე

მოქალაქეების და არასამთავრობო სექტორის პროტესტი თბილისის მერიასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს დედაქალაქის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება. აქციის წევრები ამ პირების  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ.

ამ მოთხოვნით გრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც.

პარტიზანი მებაღეების ლიდერი ნატა ფერაძე კურიერთან განმარტავს თუ რატომ არ ითხოვს მესამე სექტორი დედაქალაქის მერის გადადგომას. ფერაძე იმედოვნებს, რომ მომავალ წელს თბილისელები ღირსეულ მერს აირჩევენ.

„დავით ნარმანიას გადადგომა იქნება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური გადატრიალება და ჩვენ ასეთ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. გაისად არის არჩევნები და უფრო ღირსეული მერი უნდა ავირჩიოთ. არ უნდა იქნას მერი არჩეული, როგორც აირჩიეს ნარმანია, - არა იმიტომ, რომ ნარმანია მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვეზიზღება ნაციონალური მოძრაობა. უნდა დავაკვირდეთ პიროვნებას, ვისაც ავირჩევთ. ნარმანიას ჩამოვატარებთ და შევარცხვენთ თითოეულ გამხმარ ხეზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ გადატრიალებამდე მივა, ეს პროცესები. გაცილებით დიდ ქაოსში გადაიზრდება ეს ყველაფერი დროზე თუ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება ტერორს გაქვს, მაგრამ ეს არის კიდეც ტეროტი, იმიტომ, რომ წინააღმდეგ სემთხვევაში, ნარმანიას მხრიდან არის ტერორი ჩვენს ჯანმრთელობაზე,“ - აცხადებს ნატა ფერაძე.

დღის ამბები