დღეს მარიამობაა - მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.
ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დილიდან სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სიონის ტაძარში, საქართველოში სტუმრად მყოფ საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტ, პავლესთან ერთად აღავლენს.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.