დარიშხანის ანჰიდრიდი, დარიშხანმჟავა კალა და ზესუფთა მეტალური - ეს არ არის ყველა იმ ნივთიერების ჩამონათვალი, რომელიც ორგანიზმს ანადგურებს და ადამიანისთვის საშიშია, თუმცა ამ ნივთიერებებს რაჭაში ათობით ადამიანი დღემდე იღებს ჰაერიდან. საუბარია ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავზე, სადაც კომუნისტების პერიოდში არსებული სამთო ქიმიური ქარხანა დაშლილი და განადგურებულია.
ქარხანა წლების წინ ააგეს, თუმცა საბჭოთა კავშირის შემდეგ 1000 კაციანი საწარმო დაიხურა და მისთვის აღარავის მიუხედია. ნარჩენები კი გარემოს აბინძურებს და ნელ-ნელა ეტაპობრივად ანგრევს ადგილობრივების ჯანმრთელობას.
ქარხანა ორ სოფელს შორის არის მოქცეული. ადგილობრივების ნაწილმა არც კი იცის, თუ რა საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, ვინც იცის ქარხნის ლიკვიდაციას ითხოვენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ეშინიათ და კამერასთან ბევრს არ საუბრობენ.
უტილიზაციის სამუშაოები წინა ხელისუფლებამ ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით შეიმუშავა და პროცესიც დაიწყო. პროცესი მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება, თუმცა იმდენად ნელი ტემპით, რომ 4 წლის მანძილზე პირველი ეტაპიც არ არის დასრულებული.
ავტორი: თეა ადეიშვილი.