ყაზახეთის 150-მდე მოქალაქე ბათუმიდან სამშობლოში დაბრუნებას მესამე დღეა ვერ ახერხებს. მიზეზი ბათუმის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით კომპანია Skybus-ის სამი ავიარეისის გადადებაა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, რეისები თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. უახლოეს საათებში კომპანია შეეცდება მგზავრები ჩარტერული ავიარეისით გადაიყვანოს.
ყაზახეთის მოქალაქეები ორ სასტუმროში არიან გადანაწილებული და იქ შექმნილი მდგომარეობის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ.