ლევან ვარშალომიძემ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ნარადიდში, რამდენიმე საწარმო მოინახულა, მათ შორის 2010 წელს გახსნილი ჩაის მინი ფაბრიკა, რომელიც 2012 წელს გაჩერდა და დასაქმებული 141 ადამიანიდან, დღეს მხოლოდ 6 კაცის დასაქმებას ახერხებს.
მეწარმემ და ხელვაჩაურის მოსახლეობამ დღეს ვარშალომიძესთან სხვადასხვა პრობლემებზე ისაუბრეს.
„2010 წელს გავხსენით ეს საწარმო. იყო ყველაზე წარმატებული. წელიწადში 65-70 ტონა ჩაის აწარმოებდნენ, მოიკითხეთ დღეს. 2013 წელს გაუუქმეს ხელშეკრულება მიწების და დღეს 3 ათას ტონას ძლივს აწარმოებს. ჩვენ გვჭირდება განვითარება და წინსვლა. ჩვენ არ გვინდა დაპაუზება. ეს არის მაგალითი დაპაუზებული აჭარის,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.