19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი წყალტუბოში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს კამპანიას - შენი ხმა ჩვენი მომავალია. გიორგი მარგველაშვილი დღეს წყალტუბოში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა და ახალგაზრდებს შეხვდა.

პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობის გაზრდას.

„იმისთვის, რომ ეფექტურად იმუშაოს სახელმწიფომ, ფუნქციონირებდეს დემოკრატია, შეიქმნას და შეიგრძნოს ჩვენმა ხალხმა ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე, ყველა მოქალაქე უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩართული იყოს ამ პროცესში არჩევნების გზით,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები