19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
სამტრედიელი პოლიციელი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა, ამ დრომდე დაკავებული არ არის

სამტრედიელი პოლიციელი, გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურამ ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენა, ამ დრომდე დაკავებული არ არის. თევზაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და დამნაშავე არ არის. მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ გოდერძი თევზაძე პატიოსანი პოლიციელია.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ დაღუპული ახალგაზრდის, დემურ სტურუას ოჯახის წევრებს. მათ მიაჩნიათ, რომ თევზაძე დამნაშავეა და ის უნდა დააკავონ. სტურუები ამბობენ, რომ თუ დემურ სტურუას გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლამდე ყოფილ პოლიციელს არ დააკავებენ, ისინი მის სახლთან შეიკრიბებიან და შიმშილობას დაიწყებენ. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში კი აცხადებენ, რომ სტურუაზე გარდაცვალებამდე ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რასაც შეიძლება სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. 

19:00 საათისთვის ამ თემაზე პროკურატურაში განცხადება გაკეთდება.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი. 

 

დღის ამბები