როგორ მოახერხა მიმალვა გოდერძი თევზაძემ და ხომ არ ეხმარებოდა მას ვინმე? სახალხო დამცველი ამ მიმართულებით ითხოვს გამოძიების წარმართვას. უჩა ნანუაშვილი გამოძიებისაგან განმარტებებს ითხოვს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, თუ როგორ მოხდა დამნაშავის მიმალვა, რადგანაც სამართალდამცავ ორგანოებს ქონდათ სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ ეჭვმიტანილის მიმალვა. შესაბამისად, ამ მხრივ გამოძიება უნდა წარიმართოს, ხომ არ ეხმარებოდა ვინმე კონკრეტულ სამართალდამცველს მიმალვაში. მისასალმებელია, რომ ზოგადად ეს შედეგი დადგა. კონკრეტული პირის მიმართ დაიწყო ბრალდება. ჩემთვის მთავარია ასევე, რომ ამ საქმემ გარკვეულწილად შეცვალოს პოლიტიკა საქართველოში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.