ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას აღარ ითხოვს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის განცხადებებს არასერიოზულად აფასებს.
“მე ამ ბიჭზე ხელი ჩავიქნიე. ერთი შეხედვით ჟღერს ასე, რომ არის საქართველოს მმართველი პარტიის იერარქიით მეორე ადამიანი, აღმასრულებელი მდივანი და ქვეყნის ბედი აბარია. სინამდვილეში არის ერთი ჩიტირეკია და მე მასთან ბევრ ლაპარაკს აღარ ვაპირებ. გასაგებია ვინც არის. იმას მეუბნებოდა, რომ სპორტის სასახლის უკან ხეები რომ მოჭრეს, რატო არ ყვიროდიო და თვითონ ცხოვრობს იქ და თვითონ ხმა არ ამოუღია და მე უნდა მივსულიყავი და მე უნდა გამეპროტესტებინა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
განცხადება, რომლის გამოც ირაკლი კობახიძისგან ალეკო ელისაშვილი ბოდიშს მოითხოვდა, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა რამდენიმე დღის წინა გააკეთა.
მან დამოუკიდებელი დეპუტატი გიგი უგულავას პროექტების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და 2012 წლამდე სამოქალაქო აქტივობაც დაუწუნა.