დღეს ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქმეს განიხილავს საქალაქო სასამართლო. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. დაიკითხებიან მოწმეები.
გერლიანი ე. წ. კანონიერი ქურდობისთვის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ივნისის ბოლოს დააპატიმრეს. ადვოკატის მტკიცებით კი, ბრალდების მხარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და მას საქართველოში შემოსვლა კანონიერად შეეძლო.