მიიღებს თუ არა წარმოებაში უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარს ეს 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. უზენაესი სასამართლოდან რუსთავი 2-ს აცნობეს, რომ საჩივრის დასაშვებობაზე სასამართლო 5 სექტემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს.
საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლეები - ეკა გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არიან.
ამ თემასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის იურისტების შეფასებები ნახეთ კურიერში 18:00 საათზე.