19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
გლდანის მე-5 მიკრორაიონის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მე-5 და მე-8 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სტადიონზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა.

16 სართულიანი კორპუსის მშენებლობას შპს არკონი აწარმოებს, დამკვეთი კი კომპანია ნიუჰოსპიტალია.

ადგილობრივ მოსახლეობას დღეს მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიისა და საკრებულოს წევრებმა გამოუცხადეს. აქციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. ასევე მხარდასაჭერად გლდანში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი მერაბ მეტრეველი მივიდნენ.

როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის უკან დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ძმის ბიზნესს ინტერესები დგას. ისინი მერიის მიერ უკანონოდ გაცემული მშენებლობის ნებართვაზე საუბრობენ და ითხოვენ ამ ნებართვის გაუქმებას.

დღის ამბები