შავ ზღვაში, 14 დღის წინ, დაკარგული 2 სამხედროს ძებნის სამუშაოები თურქული ხომალდის ეკიპაჟმა შეწყვიტა. ინფორმაცია ამის შესახებ კურიერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია - "თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული, იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა"
შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში 2 სამხედრო 16 აგვისტოს დაიკარგა, სამაშველო სამუშაოებში კი თურქული ხომალდი 20 აგვისტოს ჩაერთო.
ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება მთავარ პროკურატურაში.