1-დან 6 სექტემბრის ჩათვლით ნიქოზში უკვე ტრადიციულად ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ.
პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები იქნება ნაჩვენები, ასევე ქართველი ანიმატორებისთვის გაიმართება სემინარები.