პარტიზანებმა მერიასთან კარვები მაინც გაშალეს. ამჯერად უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებით. პარტიზანი მებაღეებისა და ახალგაზრდა იურისტების სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მუნიციპალიტეტის შენობის წინ აქციის გამართვას ვეღარ აუკრძალავენ.
უშუალოდ მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღეს აღარ დაუძახეს.
პარტიზანული მებაღეობის წევრებმა მერიის შენობაში გამართულ შეხვედრაზე შესვლა ვერ შეძლეს. მათზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ საშვები არ დაუშვა. ამის გამო სხდომაზე არ შევიდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელიც.
მერიის ინფორმაციით სხდომას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და დარგის სპეციალისტი დაესწრო. ინფორმაცია შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ნატა ფერაძეს საკრებულოს ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა უამბო.
ავტორი: ეკა გაგუა.