დევდორაკის ხეობაში ღვარცოფულმა ნაკადმა გაიარა. შემთხვევა საღამოს 20:00 საათისთვის მოხდა. ღვარცოფი ხეობაში უხვმა ნალექმა და დაგროვებულმა წყლის მასამ გამოიწვია.
სტიქიას ხეობაში არსებული სამხედრო გზა არ დაუზიანებია და არც პრობლემები შექმნილა.
პრევენციის მიზნით ჩაიკეტა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
სპეციალისტების განცხადებით ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი.
ფოტო არქივიდან