არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით წინასაარჩევნო პერიოდში, (ივლისი-აგვისტო) 57 დარღვევაა დაფიქსირებული. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცოტა ხნის წინ ვებგვერდზე electionsportal.ge გამოაქვეყნეს.
აღნიშნული ინფორმაციით, დაფიქსირებულია - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 22, ზეწოლის 18, ამომრჩევლის მოსყიდვის 6 ფაქტი. დარჩენილი 11 დარღვევა კი სხვადასხვა შინაარსისაა.
*დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში ფიქსირდება. მონაცემები 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
დარღვევების შესახებ ინფორმაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა შეაჯერეს.