07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ბრაზილიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ბრაზილიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა პრეზიდენტის ფიცი დილმა რუსეფის იმპიჩმენტიდან რამდენიმე საათში დადო.

რუსეფს სენატმა ერთკვირიანი მოსმენის შემდეგ 61 - 20-ის წინააღმდეგ, იმპიჩმენტი გუშინ გამოუცხადა.

თავის პირველ სატელევიზიო მიმართვაში ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდი დასრულდა და პირობა დადო, რომ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ცალკეული ჯგუფების ინტერესები აღარასდროს დადგება.

დილმა რუსეფის წასვლას კი სან პაულოში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკებები მოჰყვა. კონსტიტუციის მიხედვით მიშელ ტემერი პოსტს 2018 წლამდე, ანუ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე შიენარჩუნებს. 

დღის ამბები