07 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
თურქეთმა უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში პროგრესს მიაღწია - დიმიტრის ავრამოპულოსი

მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის შეფასებით, თურქეთმა უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში პროგრესს მიაღწია, თუმცა შეთანხმების ამოქმედებამდე გარკვეული კრიტერიუმები კიდევ უნდა დააკმაყოფილოს.

ეს განცხადება დიმიტრის ავრამოპულოსმა ანკარაში ვიზიტის დროს გააკეთა. მან მოლაპარაკება გამართა თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში მინისტრთან, რომელმაც შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განმარტა ოფიციალური ანკარის პოზიცია.

თურქეთის ხელისუფლება უვიზო მიმოსვლის გარეშე, მიგრანტებთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას გამორიცხავს.

დღის ამბები