07 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
საფრანგეთში შესაძლოა ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართოს

საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერი, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

მარინ ლე პენის განცხადებით, ბრიტანელებმა საკუთარი ბედი გადაწყვიტეს და დამოუკიდებლობა აირჩიეს, ანალოგიური უფლება კი საფრანგეთის მოქალაქეებსაც აქვთ.

არჩევნებამდე 8 თვით ადრე, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერს არჩევნების მეორე ტურში გადასვლის შანსი აქვს. პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებისთვის საფრანგეთში ქვეყნის ყოფილი ლიდერი ნიკოლა სარკოზიც იბრძვის.

დღის ამბები