07 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში - ოფიციალური ვაშინგტონი ანკარასთან თანამშრომლობას გააგრძელებს 

ოფიციალური ვაშინგტონი ანკარასთან თანამშრომლობას გააგრძელებს იმისთვის, რომ არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

განცხადება ბარაკ ობამამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

თავის მხრივ, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამერიკულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით დამატებით სამხილებს წარუდგენენ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას მოითხოვს.

დღის ამბები